50 წელზე მეტი ისტორიის მქონე "Costa Cofee" მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ყავის სახლების ქსელია, რომელიც ამჟამად 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.
ამ ეტაპზე ვეძებთ ბარისტას, რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის ახალი, ენერგიული და შემოქმედებითი წევრი!
გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 8 საათიანი სამუშაო დღე,1 საათიანი შესვენებით.
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
- ცხელი და ცივი სასმელების მომზადება "Costa"-ს სტანდარტებით
- სტუმრებისთვის სწორი პროდუქტის შერჩევაში დახმარება და მათთვის ყავის ჯადოსნური სამყაროს გაცნობა
- მეგობრული, სწრაფი და პროფესიონალური მომსახურება
- სალაროს ოპერაციების სიზუსტით შესრულება
- მარაგების კონტროლსა და შევსებაში მონაწილეობის მიღება
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა
რა გელოდება ჩვენთან?
- პროფესიული გადამზადება და ტრენინგები
- მეგობრული, მზარდი გუნდი
- გარემო, სადაც შენი იდეები და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია
- საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობის გამოცდილება
შემოგვიერთდი, თუ:
- ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე
- ხარ პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და პუნქტუალური
- გიყვარს გუნდური მუშაობა და ღია ხარ განვითარებისთვის
- სასურველია ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება